არსებობს ხალხი, ვინც მანდატზე უარის თქმის განცხადება განზრახ არასწორად შეავსო – ხვიჩია

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებში არიან დეპუტატები, ვინც მანდატზე უარის თქმით განცხადება განზრახ არასწორად შეავსო, რომ არ დააკმაყოფილონ.

“ფულაღებული 6-დან, 5 პოლიტიკური პარტია, თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ადგილობრვ არჩევნებში, ჟვანიას ადმინისტრაციის პირობებშიც კი. ერთ–ერთი ფულაღებული პარტია პარლამენტში შევიდა, მაგრამ თან არ შევიდა, თქვეს საპარლამენტი სიაში რომ ხალხი გვეწერა, ეგ ხალხი პარტიის წევრები არ არიანო.

საყოველთაოდ მოარული ჭორების თანახმად, ზემორე პარტიებში არსებობს ხალხი, რომელმაც პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის განცხადება განზრახ არასწორად შეავსო, შესაბამისად დახარვეზებას ელოდება და არა დაკმაყოფილებას”,– აცხადებს იაგო ხვიჩია.

მისივე შეფასებით, 8-დან 6 პარტიას ბიუჯეტიდან ფული აღებული აქვს, უბრალოდ “ცუდი მოსწავლესავით გაკვეთილებს აცდენს.”