არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა თებერვალში იგეგმება

პარლამენტში უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის პირველ კვირაში შეიქმნება. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

“ოპოზიციას ვთავაზობთ, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობასა და ის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით. გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება სიმართლის დასადგენად. საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველ კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის, ეუთო/ოდირს. ძალაში რჩება ჩვენი პირობა, რომ თუნდაც 1%-იანი გადახრის შემთხვევაში მმართველი პარტია დაუყონებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც “ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას”, – განაცხადა კობახიძემ.