არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის ყველა კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თუ არჩევნებში მათი პარტიის კანდიდატი წააგებს და მეორე ტურში ოპოზიციის სხვა კანდიდატი გავა, მხარს უპირობოდ არ დაუჭერენ.

მისი თქმით, მხარდაჭერის გადაწყვეტილებას პარტიისა და კანდიდატის მიხედვით მიიღებენ.

“პარტიის და კანდიდატის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, ყველა კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ. მაგრამ წაგებისთვის, ტივტივისთვის და საშოვარისთვის ჩვენ პოლიტიკაში არ მივდივართ. ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის, ბრძოლისთვის და ხალხის სამსახურისთვის. აი, ამისთვის შევქმენით ჩვენ პოლიტიკური გუნდი და არსად ტივტვისითვის და რაღაც ოლიმპიური პრინციპისთვის ჩვენ არ ვიქნებით. ვიბრძოლებთ, სადაც დავდგებით, გამარჯვებისთვის. მე დავდექი საბურთალოზე და მე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის”,– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა დღეს პარტია “მოქალაქეების” პრეზენტაცია გამართა, სადაც თვითონ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარსდგა.