„საერთაშორისო დამკვირვებლებმა წარადგინეს თავიანთი შეფასებები საქართველოს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო დეტალური, დიფერენცირებული და დაბალანსებული შეფასება. მათ დაინახეს ბევრი კარგი გაუმჯობესება. ასევე, ასევე ხაზგასმულია ჯერ კიდევ არსებული სისუსტეები.

ცალსახაა, რომ ეს სისუსტეები უნდა იყოს აღმოფხვრილი და ნებისმიერი საჩივარი უნდა იყოს განხილული შესაბამისად. ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა, რომ მიღებული იყოს არჩევნების შედეგები და მუშაობა გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. ასევე, მინდა მივულოცო ყველას, ვინც აირჩიეს მერის თანამდებობაზე და ასევე საკრებულოში, ვუსურვებ მათ წარმატება, რათა გააუმჯობესონ და გააძლიერონ ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ იმუშაოს ყველა მუნიციპალიტეტთან აქტიურად საერთაშირისო პარტნიორების ჩართულობით“

განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.