არჩევნები იყო კონკურენტული, დარღვევებზე ბრალდებებმა პროცესი დააზიანა – ბრიტანეთის საელჩო

“არჩევნები იყო კონკურენტული, დარღვევებზე ბრალდებებმა პროცესი დააზიანა “- დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რომელიც გუშინ 2 ოქტომბერს ჩატარდა. ბრიტანეთის საელჩო  მხარს უჭერს, უთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებებს. საელჩო განცხადებას Twitter-ზე აქვეყნებს.

“დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მეორე ტურებში” – წერს საელჩო.