არჩევნები მოგებულია, შუქის ჩაქრობა იგეგმება! – ჟორჟოლიანი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედია-წყალტუბოს ოლქში, ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ოპოზიციამ არჩევნები მოიგო, თუმცა ქართული ოცნება უბნებზე შუქის ჩაქრობას აპირებს.

“მეგობრებო არჩევნები მოგებულია!!  ახლა უნდა ვიბრძოლოთ ადგილზე! ქუჩა გამოიყვანეს, აგრესიულები გახდნენ! ამბობენ შუქების ჩაქრობა იგეგმება! მაინც არაფერი შეიცვლება, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.