არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ხმის უფლების მქონეთა 94% აპირებს – Edison Research

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა  ჩაატარა.კვლევის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ჯამში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 94% აპირებს.

75% –  არჩევნებში მონაწილეობას “ნამდვილად მიიღებს”.

19% – არჩევნებში მონაწილეობას  “ალბათ მიიღებს”.

3% –  არჩევნებში მონაწილეობას “ალბათ არ მიიღებს”.

3% – არჩევნებში მონაწილეობას “ნამდვილად არ მიიღებს”.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.