არჩილ ხოფერია უკრაინაში საბრძოლველად წავიდა

ქართველი მებრძოლის ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა. ამის შესახებ არჩილ ხოფერია, სოციალურ ქსელში მისივე ვიდეოს კომენტარზე წერს, რომელიც საგარეჯოს ტრაგედიასთან დაკავშირებით ტელევიზიებთან გააკეთა.

“შემდეგი კომენტარი ალბათ იმ ვიწრო ზოლიდან იქნება სადაც ახლა თვით ღმერთმა მიმავლინა ყველაზე დიდ ჯოჯოხეთთან საბრძოლველად…”  – წერს არჩილ ხოფერია ფეისბუქზე.