არცერთი ნაცი არ ზის დარბაზში და უმრავლესობის წევრებს “ნაცების” გარდა არაფერზე არ ულაპარაკიათ – ხვიჩია

“არცერთი ნაცი არ ზის დარბაზში და უმრავლესობის წევრებს “ნაცების” გარდა არაფერზე არ ულაპარაკიათ” – ამის შესახებ, პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გამაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ე.წ ნაცი არ ზის დარბაზში, უმრავლესობის წევრებს “ნაცების” გარდა სხვაზე არ ულაპარაკიათ, გესმით? წარმოდგინეთ, რა მდგომარეობაშია ზოგადად, ჩვენი ფსიქიკა, ნერვები, საერთოდ სად ვცხოვრობთ, მაშინ როდესაც პარტიის საერთოდ არცერთი წარმომადგენელი დარბაზში არ ზის და ეძებენ ყოფილ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომ წამოაძახონ ნაციონალური მოძრაობის წევრობა, ამას ვაკეთებთ ამწუთას.” – განაცხადა ხვიჩიამ.