არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ – თამარ კორძაია

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ არ გეგმავს რომელიმე ფრაქციაში გაერთიანებას.

“მეათე მოწვევის პარლამენტში მომიწია დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შემოსვლა. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრის სტატუსი საკმარისად მაღალია იმისათვის, რომ რა საქმიანობის განხორციელებაც გინდა, ამაზე ამოიღო ხმა და ისაუბრო. ამიტომ, ამ ეტაპზე არც არავისთან და არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ”. – თქვა კორძაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტში მუშაობისას აქცენტს ადამიანის უფლებების დაცვაზე გააკეთებს.