არც პენიტენციურმა და არც ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა გარდაცვლილ პატიმრებზე – ომბუდსმენი

”სამწუხაროა, არც პენიტენციურმა და არც ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა გარდაცვლილ პატიმრებზე” – სახალხო დამცველის,  ნინო ლომჯარიას განცახდებით, პენიტენციურმა სამსახურმა და სახელწიფო ინსპექტორის აპარატმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილების შესახებ სახალხო დამცველის აპარატს არ აცნობეს.

“გავიგეთ, რომ გარდაცვლილია ხანძრის შედეგად ორი პატიმარი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელწიფო ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე. დღეს უკვე რამდენიმე საათია ჩემი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე. ვიცი, რომ გაესაუბრნენ პატიმრებს, ასევე დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მათთვისაც იგივე ინფორმაციაა ცნობილი, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში, სადილის შემდგომ, იმყოფებოდა იქ ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილოდა სხვა პატიმარი და ისიც სავარაუდოდ, არის გარდაცვლილი. ჩემი მოსვლის მიზანი არის, რომ გავესაუბრო თავად პატიმრებს და მათგან მივიღო ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, მაგრამ გავეცნობით ვითარებას და გავესაუბრებით პატიმრებს”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გუშინ, 14 ოქტომბერს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის დროს ორი პატიმარი გარდაიცვალა.