არც საშვი იყო დაშვებული, პარლამენტში უბრალოდ შემოიპარნენ – კუჭავა

ის წევრები, რომ შემოიპარნენ პარლამენტში, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდათ, არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ, შემდეგ რაც სასესიო დარბაზში ხდებოდა, ვინმეს ნორმალურად მიგაჩნიათ? – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.

„რაც მთავარ წარმომადგენლობით ორგანო პარლამენტში ხდება, მცდელობა ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც უმრავლესობაც თანახმაა, რაზეც ვისუაბრეთ ბიუროზეც, იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, ვთქვით კიდეც იქნება ეს საგამოძიებო კომისია და თუ იქნება ეს რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრს მოვიწვევთ, თუ სხვა, ამაზე არათუ თანხმობა არის, თარიღზე უნდა შევთანხმებულიყავით და მიგვეღწია შედეგისთვის. პარლამენტში რომ შემოიპარნენ, ის წევრები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდათ და არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ, შემდეგ სასესიო დარბაზში ხდებოდა ეს, ეს ვინმეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ნებისმიერი თქვენგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ დაუშვებდით მსგავს ფორმას? თქვენ ამ ორგანოს წევრები ხართ ასევე, მესმის პროტესტი, ამის უფლებაც გაქვთ, არის ბიურო, არის სესია, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სრულიად. გვაქვს დებატები, რეგლამენტით გათვლილი, ნებისმიერ საკითხზე მინისტრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მოვიწვიოთ და გავაცემინოთ ყველა კითხვაზე პასუხი, რაც გაგაჩნიათ, მაგრამ ჩხუბი, აყალ-მაყალი ბლოკირება პარლამენტმა რომ იმუშაოს, ამაზე დასვით ერთადერთი კითხვა – ვის აძლევს ეს ხელს?!“, – განაცხადა კუჭავამ.