არ ვაპირებთ მიმართვას საქართველოსა და ყაზახეთისთვის, ჩვენი მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად – რუსეთი

არ ვაპირებთ მიმართვას საქართველოსა და ყაზახეთისთვის, ჩვენი მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად –  ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, არ გაუგზავნა, არ შეიმუშავა და არ გეგმავს მიმართვას ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების სავარაუდო იძულებით რუსეთში დაბრუნების შესახებ. “, –  ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარატ ახმეჟანოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ მობილიზაციისთვის ძებნილი მოქალაქეები რუსეთში ექსტრადირებული იქნებიან, თუ ისინი ძებნილთა სიაში მოხვდებიან.