არ ვაპირებ წასვლას – თამარ ჟვანია

“არ ვაპირებ წასვლას”- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.ჟვანიას თქმით, მისი გადადგომისთვის არანაირი არგუმენტი არ არსებობს და ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ მტკიცებულების საფუძველზე და არა პოლიტიკური სურვილების გამო.

“მე ვარ აქ. მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება. შევხედოთ ამ ცვლილებებს. არსად წავსულვარ და არ ვაპირებ წასვლას. კანონმდებლობის მიხედვით იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”,- განაცხადა ჟვანიამ.