არ ვარ მომხრე, რომ საქართველოს მიმართ სანქციებმა გაიჟღეროს – მამუკა ხაზარაძე

“არ ვარ მომხრე, რომ საქართველოს მიმართ სანქციებმა გაიჟღეროს” – ამის შესახებ, პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ის მომხრე არაა, რომ საქართველოს მიმართ სანქციებმა გაიჟღეროს

“იცით, რომ ეს დოკუმენტი შედგება ექვსი პუნქტისგან. მთავარი პუნქტებია პოლიტპატიმრების თემა, რიგგარეშე არჩევნები და მასთან მისასვლელი გზები, რაც ყველაზე მთავარია, ის რეფორმები, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას: მართლმსაჯულება, საარჩევნო სისტემა და ა.შ. ეს საკითხები და მათი მონიტორინგი თუ არ იქნა გაწერილი, მაშინ ამ დოკუმენტს არანაირი აზრი არ ექნება. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა მმართველი პარტიისა და მისი დამფუძნებლის მიმართ, არ ვარ მომხრე, რომ საქართველოს მიმართ სანქციებმა გაიჟღეროს, მაინც მგონია, რომ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ გამოუვალი მდგომარეობაა, ალბათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ ნაბიჯს გადადგამენ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ