“არ ვარ მომხრე სიმკაცრით დაისაჯოს” – მირიან ნიკოლაძე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ ქალზე

“არ ვარ მომხრე სიმკაცრით დაისაჯოს”  – ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ და  მირიან ნიკოლაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. როგორც ნიკოლაძე აცხადებს, ქალის დაკავება სამატღლებრივად სწორია თუმცა მისი  სიმკაცრით დასჯის მომხრე არ არის.

„ არ ვარ მომხრე, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს რაღაცა სიმკაცრით იქნას დასჯილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ადამიანს ჰყოფნის იმის უნარი, რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს და შეცდომაში შეიყვანოს გამოძიება დასჯის გარეშე არ გამოვა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორი სამართლებრივი მოვლენაა. ეს უნდა იყოს პრევენცია და სიგნალი იმ ხალხისთვის ვისაც ვიღაცები უკეთებენ ორგანიზებას, რომ ასეთი რამ გააკეთონ“,- აცხადებს ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით,  ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს.