არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს – მარიამ ჯაში

პარლამენტის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსიდან” მარიამ ჯაშმა, ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და გუშინდელი არჩევნები უსამართლოდ შეაფასა. მისითქმით, პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” არჩევნების უნდობლობას უცხადებს.

“სამწუხარო რეალობაა, რომ წინასაარჩევნო გარემო უსამართლო იყო და ამასთან, თავად არჩევნების დღე არასამართლიანად წარიმართა. ჩვენ არ ვაღიარებთ აღნიშნული არჩევნების შედეგებს, რადგან ის თანადგომა, რომელიც ამომრჩეველმა გამოგვიცხადა, სულ მცირე 4-ჯერ მეტია, ვიდრე ეს ცესკომ ასახა მონაცემებში,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.