არ ვგეგმავთ აშშ-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთზე თავდასხმისთვის – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოლოდიაკი აცხადებს, რომ უკრაინა აშშ-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთზე თავდასხმისთვის არ გეგმავს. პოდოლიაკი ამის შესახებ Twitter-ზე წერს. 

“ჩვენმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათი იარაღი. ნებისმიერი ბრალდება ამ განზრახვის შესახებ რუსეთზე თავდასხმის შესახებ არის რუსული სპეცსამსახურების ფსიქოლოგიური ოპერაციები. რუსეთის ნომერ პირველი ამოცანაა უკრაინასა და ამერიკას შორის ნდობას ძირი გამოუთხაროს .”- წერს პოლოდიაკი.