არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას – ზურაბიშვილი

“არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას” –  ასე ეხმაურება, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას “ქართული ოცნების” მიერ.

“ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია! ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია”, – განაცხადა მან.