სადიტური მიდრეკილების გარდა სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ, გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში – ელისაშვილი

“არ ვიცი ხვდებიან თუ არა “ოცნებაში” რომ სადიტური მიდრეკილების გარდა სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ” – ამის შესახებ, “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მმართველ გუნდს საქართველო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

”არ ვიცი ხვდებიან თუ არა ქართულ ოცნებაში რომ ამ მთელ ისტორიაში სადიტური მიდრეკილების გარდა სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ და მეტს არაფერს. ერთი კაცის იზოლირება რა პრობლემაა და მისი მხარდამჭერების მოგერიება?! წესით სახელმწიფო ვართ და რომ კითხო ჩვენ ძალოვნებს რუსეთის შესაძლო თავდასხმის მოგერიების გეგმებს ვადგენთ. გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა”- აცხადებს ელისაშვილი.