არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი მიეწვიათ – სააკაშვილი ტუსკის მიწვევაზე

არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი მიეწვიათ – „ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც მაისის ბოლოს, ბრიუსელში პარტიის ყრილობაზე ჩასვლა და სიტყვით გამოსვლა სთხოვა.

”დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი. ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში ყველა დონეზე. მოწვევა მათ ყრილობაზე როტერდამში მაისის ბოლოს. ისინი მთავაზობენ ჩასვლას და გამოსვლას სიტყვით.

მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არამხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც. ჩემთვის ეს დიდი პატივია.

არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის, – წერს მიხეილ სააკაშვილი.