არ მგონია, ღარიბაშვილს სჭირდებოდეს ძირის მთხრელი – ჭიჭინაძე კობახიძეზე

“პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერის, დავით ჭიჭინაძის თქმით, თუ საარჩევნო სიას ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად ირაკლი კობახიძე შეადგენს, ღარიბაშვილი ფიქტიური პრემიერ-მინისტრი გახდება.

მისივე განცხადებით, კობახიძე მხოლოდ პრობლემებს ქმნის, ამიტომ ივანიშვილს მისი ჩამოქვეითება აქვს გადაწყვეტილი.

“მე არ მგონია, რომ ღარიბაშვილს სჭირდებოდეს ძირის მთხრელი. იქიდან გამომდინარე, რომ ის იმდენად ერთგულია ივანიშვილის, რომ მას ამაში ვერ გადაასწრებს კობახიძე. ღარიბაშვილი გამოცდილია ამ მიმართულებით. მითუმეტეს, ჭკუა აქვს ნასწავლი, გარემოცვის გამო სერიოზულად დაისაჯახა. ახლა იცის ამ ადამიანმა, რა შეცდომა არ უნდა დაუშვას.

ბოლო მისი 2 ვიზიტი აზერბაიჯანში და სომხეთში წარმატებით დასრულდა, ტყვეების გაცვლა მოხდა, ანუ ფუნქცია გაიჩინა და აქვს ე.წ. პრემიერის იმიჯი, რაც კობახიძეს არ აქვს. კობახიძე დღეს ებრძვის გახარიას, რომლის რეიტინგის ხარჯზეც პრინციპში იმყოფება ხელისუფლებაში”,– ამბობს ჭიჭინაძე TV პირველის ეთერში.