არ მიქმნის უხერხულობას, ბატონი კახის მხარდამჭერი ვარ – მარინა ეზუგბაია

მმართველი გუნდის,  თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენაზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მივიდა, რომელმაც განაცხადა რომ ადგილზე მისვლა მას უხერხულობას არ უქმნის რადგან კახა კალაძის მხარდამჭერია.

„არ მიქმნის უხერხულობას, რადგან ვთვლი, რომ ბატონი კახა კალაძე გახლავთ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მერი. ამ ეტაპზე, ბატონი კახის მხარდამჭერი ვარ“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.