არ მიყვარს საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში – კალაძე

“მე არ მიყვარს წარსულზე საუბარი. საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში”- ამის შესახებ, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას  განაცხადა.

“მე არ მიყვარს წარსულზე საუბარი. საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მინდა, უბრალოდ, მაგალითები მოვიყვანო მხოლოდ და მხოლოდ შედარებისთვის — რა იყო და რა არის დღეს, ასევე, რა გვინდა, საით მივდივართ, როგორი საქართველო გვინდა ავაშენოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა წინა წლების განმავლობაში”, – განაცხადა კალაძემ.