არ მოელოდნენ, რომ ასე წაასხამდნენ, ივანიშვილმა უბნები რომ გახსნა, პანიკაში ჩავარდა – სააკაშვილი

საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში მინიმუმ 60% აიღო, რასაც ქართული ოცნება არ ელოდა.

“ნაციონალურმა მოძრობამ აიღო მინუმუმ 35–36%, ყველა ოპოზიციურ ჯგუფს მოპარეს მინიმუმ 2–3%, ოპოზიციამ აიღო მინიმუმ 60%. ესენი არ მოელოდნენ, რომ ასე წაასხამდნენ. ივანიშვილმა რომ გახსნა უბნები, განსაკუთრებით თბილისში, პანიკაში ჩავარდა, ხელით გადაწერა, საოცრებები ჩაიდინა. მანიპულაციები შევარდნაძის დროს ძაან დიდი ხდებოდა, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე რაიონში ჩემ დროსაც ხდებოდა, მაგრამ ძალიან იშვიათად. მე თვითონ ვდევნიდი ამას”,– აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, დედაქალაქში ასეთი მასშტაბური გაყალბება შევარდნაძესაც არ გაუბედავს.

“თბილისში გაყალბება შევარდნაძეს არასდროს მოსვლია აზრად. 2008–ში, იანვარში, მას შემდეგ რაც გადავდექი, მე თბილისში წავაგე არჩევნები ძალიან სერიოზულად. შეგვეძლო გაყალბება? ალბათ თეორიულად ვიღაცას შეეძლო. ვცადეთ? რა თქმა უნდა, არა. თბილისში ასეთი მასშტაბური გაყალბება ამათაც არ გაუბედავთ აქამდე”,– აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ცესკოს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნებში ხმების 48% აიღო, ოპოზიციამ კი ჯამში 52%.