არ მოვისვენებ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება – ანდჟეი დუდა

დღეს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ უკრაინის რადას სიტყვით მიმართა და თქვა, რომ არ მოისვენებს, ვიდრე უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.

“მე არ მოვისვენებ, სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება”, – განაცხადა დუდამ და აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი მომავალი.

მისი აზრით, უკრაინის ტერიტორიის დაკარგვა მთელი დასავლური სამყაროსთვის დარტყმა იქნება.

“გამოჩნდა შემაშფოთებელი ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინა უნდა დამორჩილდეს პუტინის მოთხოვნებს. მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი. არაფერი გადაწყდება თქვენ გარეშე. […]

თუ ეკონომიკური მიზეზებით ან პოლიტიკური ამბიციებით უკრაინა მისი ტერიტორიის თუნდაც ერთ სანტიმეტრს დაკარგავს, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა არამხოლოდ უკრაინელი ერისთვის, არამედ მთელი დასავლური სამყაროსთვის”, – განაცხადა დუდამ.