”ნებისმიერ ადამიანს, ვინც ახლა მისმენს, თუ ვინმემ შემოგკადროთ ფულის სანაცვლოდ წამოდი ხვალ აქციაზეო, არცერთი არ მოხვიდეთ. ხვალ იქნებიან ყველა, სრული შემადგენლობა და უმრავლესობა იმ ადმიანების, ვინც თავისი ნებით მოვლენ იმის მხარდასაჭერად, რომ უნდა იზეიმოს ყოველთვის სიმართლემ და სიკეთემ. სხვა ადამიანი იქ არ იქნება. ”

აცხადებს, მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე, 27 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ”ქართული ოცნების” აქციაზე.