არ მჯერა, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება, სახეში ესროლეთ ადამიანებსო – მეგრელიშვილი 20 ივნისზე

“არ მჯერა, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება, სახეში ესროლეთ ადამიანებსო”- ამის შესახებ, გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა რითიც, 2019 წლის, 20-21 ივნისის საქმეების გამოძიებას გამოეხმაურა.

”არ მჯერა, რომ ასეთი ბრძანება იყო, ვიღაცამ გასცა ბრძანება დამიზნებით ესროლეო. მე, უბრალოდ არ მჯერა, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება, სახეში ესროლეთ ადამიანებსო. რომც გამოვიძიოთ, ხომ უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ გვაქვს უნარი სამართლიანობის აღსრულების. ამ ქვეყანაში, უბრალოდ ეს გამოცდილება არ გვაქვს. არასოდეს არ გვქონია. პირველად უნდა ვცადოთ ყველაზე ერთ-ერთ მწვავე საკითხზე, რომელიც შეეხება ყველაზე ძლევამოსილ ადამიანებს. ”- განაცხადა მეგრელიშვილმა.