არ უნდა ვეძებოთ დამნაშავეები დღეს, ამის დრო მოვა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემას ხარვეზები აქვს, მაგრამ დღეს დამნაშავეები არ უნდა ვეძებოთ.

“ერთად უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა ვეძებოთ დამნაშავეები დღეს. ამის დრო მოვა. დღეს ისეთივე კონსოლიდაცია უნდა იყოს, როგორც გაზაფხულზე. მძიმე დეკემბერი იქნება, მძიმე იანვარი იქნება. სანამ ვაქცინა არ შემოვა საქართველოში და არ აიცრება მოსახლეობის დაახლოებით 20-25% მაინც, მანამდე ეს ჭირი არ დაანებებს კაცობრიობას თავს, თუ თვითონ არ მოხდა, რაც ახასიათებს ზოგიერთ ამ ტიპის ინფექციას, რომ ციკლი დაამთავროს ვირუსმა”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, “იდეალური არაფერი არ არის” და სისტემას ბევრი ხარვეზი აქვს.

“ხარვეზი ბევრია. ბევრია იმიტომ, რომ სისტემა ძალიან გადატვირთულია. იმიტომ, რომ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრია. ახლა რომ ხშირად სვამენ საკითხს “რატომ არ მოემზადა?” ამაზე მარტივი პასუხია – იდეალური არაფერი არ არის. მაგრამ უკეთ მოემზადა, ვიდრე ოდესმე ყოფილა ქვეყანა მზად მსგავსი გამოწვევისთვის”,– აღნიშნა გამყრელიძემ.