“არ შევუშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის საქართველოშიც”- ამერიკელი კონგრესმენი

არ შევუშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის საქართველოშიც, -ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი მაკვლინ მულინი ამერიკაში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებას. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელმომწერების ნახევარი, დოკუმენტში, ივანიშვილის შესახებ პუნქტს არც იაზრებს და არც იზიარებს.

“ვნახე სტატია ქართულ მედიაში, ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ. შეცდომას ნუ დავუშვებთ, ეს ტყუილია. მე და ჩემი კოლეგები წარმომადგენლობით პალატაში ვართ თავისუფლების დამცველები და არ შევუშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის საქართველოშიც,” – წერს მაკვლინ მულინი სოციალურ ქსელ Twitter-ზე