არ შეიძლება, ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს, ახსნან, რას წარმოადგენს – მეუფე თეოდორე

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე აცხადებს, რომ “არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.”

მისი თქმით, უნდა აიხსნას, რომელი პრეპარატი როგორ მოქმედებს, როგორ იცავენ ადამიანს და რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ.

“არ შეიძლება, რომ ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს. აუცილებელია, რომ კონკრეტულ პრეპარატებზე, არა ისე, ვაქცინაზე, არამედ – საერთოდ კონკრეტულ პრეპარატებზე იყოს საუბარი და ახსნილი, თუ რას წარმოადგენენ ეს პრეპარატები, როგორ მოქმედებენ ადამიანში, როგორ იცავენ ვირუსისაგან და რა უკუჩვენებები გააჩნიათ ამ პრეპარატებს.

ეს არის ჩემი პირადი აზრი. რა თქმა უნდა, ამაზე იმსჯელებენ შემდგომ, უკვე მღვდელმთავრები როცა შეიკრიბებიან და მერე ჩამოყალიბდება უკვე ეკლესიის აზრი როგორი იქნება,” – აცხადებს მიტროპოლიტი თეოდორე რუსთავი 2–თან ინტერვიუში.