“ჩვენ ვხედავთ, რომ არის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა, რასაც ვუყურებთ. რასაც ჰქვია – არ შიმშილობს. იყო კონკრეტული ფაქტები, რაზეც იუსტიციის სამინისტრომ ისაუბრა, ის იღებდა თაფლს, მედიკამენტური კუთხით მიიღო ვიტამინები და ა.შ. ეს არის იმიტაცია. ესეც იქნება აქტუალური 30 ოქტომბრამდე

არავითარი შიმშილობით სიკვდილის რისკი არ არსებობს. კაცი არ შიმშილობს და რა უნდა დაუმძიმდეს?!”

განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.