ასეთი გულადი ქოცებს კი არა, მე არ მეგონეთ – ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილს

“ასეთი გულადი ქოცებს კი არა, მე არ მეგონეთ. დღევანდელი ვიდეოების შემდეგ, ასჯერ მეტად ვამაყობ რომ თქვენი თანამებრძოლი ვარ”,- მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილს.

პენიტენციურმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხიდან რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.

უწყება მის გამოქვეყნებას კვლავ “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით” ხსნის.