“ასე ჩავშლით ივანიშვილის იაფი ბილეთებით ქვეყნიდან ხალხის განდევნის გეგმას“–დავით ჭიჭინაძის შეთავაზება ოპოზიციას

პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას“ ლიდერი გამოდის ინიციატივით საზღვარგარეთ წასულ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიეცეთ. ის ოპოზიციას სთავაზობს ამ თემის გარშემო გაერთიანდნენ:

“თუ ჩვენ რეალურად გვინდა ცვლილებები, რელურად გვინდა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ, პირველ რიგში, ქვეყნიდან გაქცეულ ასიათასობით ადამიანს უნდა დავუბრუნოთ ხმის მიცემის უფლება.

ჩვენმა ემიგრანტებმა, ვის გზავნილებზეც არის დღეს ქვეყნის ეკონომიკა ჩამოკიდებული, სამშობლოში მარტო ფული კი არ უნდა აგზავნონ, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა, რადგან დღეს ქვეყნიდან სწორედ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები გარბიან, ისინი, ვისაც რეჟიმი არ მოსწონს და ვერც პერსპექტივას ხედავს.

აი ამის გარშემო უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, რადგან სწორედ ასე ჩავშლით ივანიშვილის იაფი ბილეთებით ქვეყნიდან ხალხის განდევნის გეგმას.მითუმეტეს, რომ ეს გზა მხოლოდ ხელისუფლების გახანგრძლივებისთვის მოიგონა და ჯეეჯერობით წარმატებულად ახორციელებს კიდეც.

ანუ, სანამ “ოცნება“ ხელისფათურით და თან აბსოლუტური წინააღმდეგობის გარეშე განაგრძობს ქვეყნის მართვას, ქვეყანა დაიქცა ამასობაში.რადგან რეალობა სულ სხვაგანაა და არა იმ პინგ-პონგში, რასაც ისევ “ქართული ოცნება” გვეთამაშება.“– ამბობს ჭიჭინაძე.