აუცილებელია ეკლესიამ კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს – სალომე ზურაბიშვილი

“აუცილებელია ეკლესიამ კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს “- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Covid-19-თან ბრძოლის გზაზე თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

“ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის გზაზე ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას. თუმცა დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება. ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.