აუცილებელია შესრულდეს ყველა დაპირება – პრეზიდენტი სასამართლო რეფორმაზე

“აუცილებელია შესრულდეს ყველა დაპირება”- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, აუცილებელია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პროცესი წინ წავიდეს და ყველა დაპირება შესრულდეს.

„მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართულები ამ პროცესში. აუცილებელია ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. დარწმუნებული ვართ, გავალთ ამ პროცესის ბოლოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.