აფეთქება ზუგდიდში – კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ზუგდიდში, კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებული კედელზე, დენის მრიცხველებს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც კორპუსში დაკვამლიანება იყო.

პოლიციამ მოსახლეობა კორპუსიდან გამოიყვანა და ისინი ერთი საათის განმავლობაში კორპუსში ვერ შედიოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდიდ, მოკლე ჩართვა ან უხარისხოდ დამონტაჟებული მრიცხველებია.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, პოლიცია, “ენერგო პრო ჯორგია” და “სოკარ ჯორიჯია”.

კოპრუსს, ამ დრომდე, უსაფრთხოების მიზნით დენი და გაზი არ მიეწოდება.