აქედანვე მკვდარი გადაიყვანეს – გარდაცვლილი მედდის ქმარი

გარდაცვლილი 27 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის მეუღლე ამბობს, რომ მას თავისი მეუღლე კლინიკაში გარდაცვლილი დახვდა, რის შემდეგაც ის თბილისში გადმოიყვანეს.

“თბილისში რომ გავაგზავნეო, მაგას ტვინის 90% ჰქონია უკვე გათიშული, ქერქი, რაც ბატონმა ლევანმა მითხრა მე, რომ 1% არ იყო მაგის გამოყვანის. მეგი მკვდარი დამხვდა, მივედი 4 საათზე. აქედანვე მკვდარი გადაიყვანეს.

ჩემი მეუღლე არაფერს არ მიმალავდა. გემოგლობინი ჰქონია მე მგონი მაღალი და პოტრომბინი დაბალი. ერთ-ერთ ექთანს უთქვამს, რომ ამ ორი ტაბლეტიდან ერთს მიიღებ დილით და მეორეს მიიღებ გაკეთებიდან დილით…ყველაფერი იქნება რიგზეო. მაგას ვადგენ და ვერ გავიგე, რომელი ექიმია და რომელი ექთანია,” –  თქვა მანუჩარ კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ მეგი ბაქრაძემ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა “იმედში” გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.