აქტივისტები ფეხბურთის მატჩის ჩვენებას მოაწყობენ და კომენდანტის საათს დაარღვევენ

“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები კომენდანტის საათს დაარღვეენ და პარლამენტის წინ საქართველო-ესპანეთის მატჩის ჩვენებას გამართავენ.

ისინი მოქალაქეებს, რომლებმაც საფეხბურთო მატჩისთვის ბილეთების შეძენა ვერ მოახერხეს, მოუწოდებენ საქართველოს ნაკრებს მათთან ერთად პარლამენტიდან უგულშემატკივრონ.

მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეხვედრა საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს, დინამო არენაზე გაიმართება.

საფეხბურთო მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ბილეთის მქონე გულშემატკივრებს შინ დაბრუნება 01:00 საათამდე შეეძლებათ – სპეციალურად ამ დღისთვის იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.