აქციამდე 3 საათით ადრე კანცელარიასთან საპოლიციო ძალების მობილიზება ხდება

ოპოზიციის აქციამდე რამდენიმე საათით ადრე მთავრობის კანცელარიასთან საპოლიციო ძალები შეჰყავთ. ადგილზეა ბრონირებული ტექნიკა და სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა. დილით პარლამენტის შენობასთან აღმართეს რკინის ჯებირები.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი პროტესტი, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, იქნება მშვიდობიანი, თუმცა მწვავე.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ აქცია კანონის ფარგლებს გასცდება, მთავრობა “არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს” და იქნება “უკომპრომისო”.