„ყველა პარტიას აქვს უფლება, აქციის მეშვეობით პროტესტი გამოხატოს, ოღონდ უნდა გვესმოდეს ნათლად, რას აპროტესტებენ. თუ არჩევნები არალეგიტიმური წალენჯიხაში არ არის, რატომ არის სხვაგან და პირიქით. თბილისში, სადაც სხვაობა იმდენად დიდია, რომ ძალიან რთულია რაღაც სახის გაყალბებაზე საუბარი, რატომ არის არალეგიტიმური არჩევნები?! ეს ის კითხვებია, რომელზეც ჩემი აზრით, პასუხი უნდა გაიცეს.

არ მიმაჩნია, რომ არსებულ პირობებში აქციებმა შეიძლება რაიმე სერიოზული ცვლილება გამოიწვიოს არჩევნების მიმართ. არჩევნებს 52 ათასი ხმით რომ აგებ, არ მგონია, თბილისში რაიმე აზრი ჰქონდეს არჩევნების არაღიარებას. ვისურვებდი ისეთ არჩევნებს, სადაც კანდიდატები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავენ და დამარცხებას აღიარებენ, აქამდეც უნდა მივიდეთ. საზოგადოება ძალიან დაიღალა არჩევნების გაყალბებაზე და აქციებზე საუბრით. ეს აქციები არაფერს არ შეცვლის. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენი მხარდამჭერი არ ჰყავს, რომ რეალური ცვლილება გამოიწვიოს”

თქვა პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.