აქციის მონაწილეებმა მთავრობას დრო 1 თებერვლამდე მისცა – წინააღმდეგ შემთხვევაში დაუმორჩილებლობას აცხადებენ

აქციის მონაწილეებმა მთავრობას ვადა 1 თებერვლამდე მისცეს – წინააღმდეგ შემთხვევაში დაუმორჩილებლობას აცხადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე მყოფი ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე გიორგაძე აცხადებს. მისი თქმით თუ მთავრობა მათ მუშაობის უფლებას არ მისცემს 1 თებერვლამდე ისინი აღარ დაემორჩილებიან რეგულაციებს. ისინი ასევე მოუწოდებენ სხვადასხვა დაწესებულებებსა და ბიზნესს რომ შემოუერთდნენ.

რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით გამართულ რესტორატორთა აქციაზე, აქტივისტებმა სიმბოლურად მოაწერეს ხელი თანადგომის აქტს.