სამშაბათი, 23 აპრილი , 2024, 11:11

აღრმავებს ეჭვს რომ არჩევნებთან არის დაკავშირებული – სახელმწიფო დეპარტამენტი კარტოგრაფების საქმეზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზეა საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებმა, გააღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმე 2020 წლის არჩევნებთან არის დაკავშირებული. ანგარიშში მოყვანილია, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებისა და მათთვის პატიმრობის შეფარდების ქრონოლოგია.

“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ ე.წ. კარტოგრაფების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს და გამოძიების დაწყების თარიღზე მიუთითებენ. მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული ცალკეული განცხადედები, რომლებშიც ისინი ამ საქმეს არჩევნებთან აკავშირებდნენ, ეჭვებს აღრმავებს. 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რასაც ადვოკატების თქმით, გაასაჩივრებენ. შემთხვევა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მწვავე კონფლიქტის დროს მოხდა, რამაც ისედაც არასტაბილურობისკენ მიმავალ სასაზღვრო რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.