აშშ ევროპაში დამატებით 2 000 სამხედროს გზავნის

პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განკარგულებით, ამ კვირაში, აშშ აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის საზღვართან დამატებით 2 000 სამხედროს გაგზავნის.

2 000 ჯარისკაცი ჩრდილო კაროლინადან პოლონეთსა და გერმანიაში გაემგზავრება, ხოლო გერმანიაში მყოფი 1 000 სამხედრო რუმინეთში გადაინაცვლებს.

აშშ-ს ოფიციალური პირების განმარტებით, ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნა NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერის ჩვენებას ემსახურება რუსი სამხედროების მობილიზების ფონზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი მზადყოფნაშია უკრაინის საზღვართან გადანაცვლებისთვის, თუ NATO-ს ამის საჭიროება დაუდგება.