აშშ-ის თქმით, ახლა ირანი რუსეთის მთავარი სამხედრო მხარდამჭერია

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ახლა ირანი რუსეთის მთავარი სამხედრო მხარდამჭერია. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი და ირანი სამხედრო დრონების ერთობლივ წარმოებასაც განიხილავენ.

აშშ შიშობს, რომ რუსეთი აპირებს “ირანს მიაწოდოს მოწინავე სამხედრო კომპონენტები”, მათ შორის ვერტმფრენები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

  • “ირანი რუსეთისთვის მთავარი სამხედრო მხარდამჭერი გახდა. რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს, რომ თავს დაესხას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურებს, მილიონობით უკრაინელს ართმევს ელექტროენერგიასა და სითბო. დღეს უკრაინაში ხალხი რეალურად იხოცება ირანის ქმედებების შედეგად”, – თქვა კირბიმ.