აშშ იტალიისგან ითხოვს, უკრაინას სასწრაფოდ გადასცეს SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემები – მედია

ამერიკის ხელმძღვანელობამ იტალიას სთხოვა,  უკრაინისთვის საზენიტო სარაკეტო სისტემების SAMP-T–ის  მიწოდებაზე თანხმობა განაცხადოს. ამის შესახებ La Repubblica დიპლომატიური წრეების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ჟურნალისტების ცნობით, დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას იტალიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ფრანჩესკო ტალო, ხოლო ამერიკული მხრიდან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი განიხილავენ.

თეთრი სახლის ოფიციალური პირები ითხოვენ SAMP-T-ის დაუყონებლივ მიწოდებას უკრაინის არმიისთვის, რადგან მათი აზრით, ეს სისტემები დაეხმარება კიევის დაცვას რუსული თავდასხმებისგან. იტალიური გამოცემის წყაროების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე სიტყვიერი შეთანხმებები უკვე მიღწეულია.

SAMP-T კომპლექსი შეიქმნა იმისათვის, მექანიზებული დანაყოფებისა და ჯარების დასაცავად, ასევე მნიშვნელოვანი სტაციონარული ობიექტების  მასიური საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად არის შექმნილი – იქნება ეს ტაქტიკური რაკეტები, თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები.

საჰაერო თავდაცვის სისტემას ევროპული კონსორციუმი Eurosam აწარმოებს .

შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა 6 იანვარს უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტის გადაცემა დააანონსა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი იარაღის სიაში შედის Sparrow, Zuni, TOW რაკეტები, ჰაუბიცები, ბრედლის ჯავშანტრანსპორტიორები და მრავალი სხვა. პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ იარაღი შეირჩა დონბასში არსებული პირობებისა და მომდევნო თვეების გათვალისწინებით.