აშშ-მა შავი ზღვის თავზე ახალი სადაზვერვო დრონი გაუშვა

Flightradar 24 -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ შავ ზღვაში RQ-4 Global Hawk (FORTE10) სადაზვერვო დრონი გაუშვა.

RQ-4 Global Hawk  იტალიიდან, სიგონელას საჰაერო ბაზიდან დილის 06:00 საათზე აფრინდა და  რუმინეთის მიმართულებით გაფრინდა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში  დაზვერვას აწარმოებდა.

მოგვიანებით აპარატმა შავი ზღვის წყლებზე, საქართველოსაც გადაუფრინა და რუმინეთში დაბრუნდა.

სავარაუდოდ, თვითმფრინავი სიგონელას ბაზაზე კიევის დროით 18:21 საათზე დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 14 მარტს, რუსული სუ-27-ები აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის  უპილოტო თვითმფრინავს დაეჯახა. შედეგად, ამერიკული დრონი ჩამოვარდა