აშშ–მ და ნატომ შესაძლოა უკრაინის ტიტანის საბადოებზე წვდომა მიიღონ

ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს შეუძლიათ მიიღონ წვდომა უკრაინაში ტიტანის საბადოებზე – ლითონზე, რომელიც გამოიყენება საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენების, გემების, ტანკების და შორი მოქმედების რაკეტების დასამზადებლად.

ამის შესახებ Newsweek-ი წერს.

აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა ტიტანი დაასახელა, როგორც 35 მინერალიდან ერთ-ერთი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თუმცა, აშშ –ს  რკინის მადნის 90%-ზე მეტი კვლავ იმპორტირებულია.

უკრაინა ერთ-ერთია იმ შვიდი ქვეყნიდან, რომლებიც ტიტანს მოიპოვებენ.