“ძალიან მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს. აშშ-მ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა, მოითხოვა, რომ მას შეძლებოდა დასწრებოდა პროცესს, რაც მისი უფლება და გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ბრალდებულს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი, რაც პირადად დასწრებასაც მოიცავს, თუ მას აქვს ამის სურვილი.

ვიმედოვნებ, რომ მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად იმოქმედებენ. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება მშვიდობიანი პროტესტის, მაგრამ აქ საკვანძო სიტყვა არის “მშვიდობიანი” და მე ვიმედოვნებ, რომ ისინი არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში, რაც მნიშვნელოვანია ამ სცენარში”

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე მიიყვანეს. სხდომა წესით რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.