აშშ-მ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა

COVID-19 პანდემიის მართვაში საქართველოს მედიცინის მუშაკების დასახმარებლად, აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა.

აღნიშნული ტესტები საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება.

ინფორმაციას საქართველოში აშშ–ს საელჩო ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.